ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერთ ქნირშმა საზეიმო მიღება გამართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საზეიმო მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა, მათ ბერლინის კედლის დაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
“დიდი მადლობა საქართველოს ასეთი მეგობრული ურთიერთობებისთვის და საერთო ეროვნულ საქმეში შეტანილი წვლილისთვის”,- ასე დაასრულა სიტყვით გამოსვლა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერთ ქნირშმა.
საზეიმო მიღების დასასრულს სტუმრებმა სიმბოლურად ,,ბერლინის კედელი” დაანგრიეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.