ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ სუსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი აცხადებს.
“სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეცოპერაცია. წინასწარი ინფორმაციით აღნიშნული ადამიანები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები” – განაცხადა გიორგობიანმა.