ბენეფიციარები GLOBAL GAP სტანდარტის დანერგვას შეძლებენ

10/11/2016

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/REAP (საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამების – „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ ბენეფიციარებს ტექნიკური დახმარების სფეროში სემინარები უტარდებათ. სასაწავლო კურსის მონაწილეები ინფორმაციას პირველადი აგროწარმოების სტანდარტის „GLOBAL GAP“ შესახებ იღებენ, რომელიც შემდეგ საკითხებს მოიცავს: ნიადაგის მოსამზადებელი სამუშაოები, ბაღის მოვლა/მორწყვა, შეწამვლა, მავნებლებთან ბრძოლა, სასუქის შეტანის ტექნოლოგია, პერსონალის უსაფრთხოების წესები, მოსავალის აღება, დასაწყობების და დაფასოების წესები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0