ბევრი ჩემი მეგობრისგან და მათი პარტიებისგან ველოდი დახმარებას

02/09/2016

მოძრაობა “ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

“ბევრი ჩემი მეგობრისგან და მათი პარტიებისგან ველოდი დახმარებას რესპუბლიკელების ლიდერ უსუფაშვილთან ბრძოლაში. სამწუხაროდ მათ საბურთალოს ოლქში დააყენეს სრულიად უცნობი ისეთი კანდიდატურები, რომლებსაც გამარჯვების შანსი არ აქვთ, მაგრამ მე 300-500 ხმას წამართმევენ, ამითი კი რესპუბლიკელების საქმე გაკეთდება. მიუხედავად ამისა ჭეშმარიტად ეროვნულად მოაზროვნე ხალხი მაინც წელში გადავტეხავთ ლიბერასტულ-ქართველთმოძულე რესპუბლიკურ პარტიას. აბსოლიტურად მარტო დამტოვეს სოროსის მილიონებით დაფინანსებულ პოლიტიკურ მონსტრთან. თუმცა ასეთები დაგვიმარცხებია ??? ჩვენთან არს ღმერთი !!!!! P.S.მიუხედავად ამისა მე მათ კანდიდატურებს მხარს დავუჭერ რესპუბლიკელებთან და ნაცებთან ბრძოლაში და მოძრაობა ეროვნულების მთელ რესურსს მივახმარ თავიანთ საარჩევნო უბნებში. ჩემთვის მთავარი ანტიქართული ძალების დამარცხებაა და არა ვიწროპარტიული ინტერესები” -აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0