ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა

20/08/2019

ურორტ ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაული აღინიშნა და ტრადიციული დოღი გაიმართა. შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები მონაწილეობდნენ. გაიმართა ასპარეზობა ქართულ ჭიდაობაში – “ბახმაროს ფალავანი 2019“ ჩოხატაურელი სოსო კუტალაძე გახდა. მარულაში, ზუგდიდელმა მხედარმა საბა ეხვაიამ გაიმარჯვა, რომელსაც ბახმაროს თასი გადაეცა. დოღი კომპანია წყალი მარგებელისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტარები, მოწვეული სტუმრები, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„სრულიად საქართველოს, გურულებსა და ბახმაროში ამოსულ ყველა სტუმარს, ვულოცავ ფერისცვალების დღესასწაულს! მინდა, რომ ეს დღე იყოს ყველასთვის საზეიმო. ასევე გვინდა, მომავალ წელს ბახმარო ამ დღეს უფრო მომზადებული დახვდეს და ვმუშაობთ იმაზეც, რომ ეს ულამაზესი ადგილი გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი, გვყავდეს მეტი ვიზიტორი” – განაცხადა გურიის მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ.

ბახმაროში, ამ წუთებში, მზის ჩასავალი გორის მიმდებარედ, თანამედროვე მუსიკის ფესტივალი მიმდინარეობს, რომელიც დილამდე გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0