პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ბაღდათში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს. სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია საშობაო ქარავანი, საახალწლო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები, სადაც პატარები ფოტო სურათებს იღებენ. მოსახლეობის საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი შემსრულებლები ზრუნავენ. დღის ბოლოს საახალწლო ღონისძიებები გრანდიოზული კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდება, სადაც მონაწილეობას „გაგა ფრანი“, ჯგუფი “ბანი” მიიღებენ.
ღონისძიებები ბაღდათში კოვიდ რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
ბაღდათში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს
09/01/2022