ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

19/09/2019

ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის ბაღდათი – აბასთუმნის მონაკვეთის 6 კმ-იანი მონაკვეთის (კმ75-კმ81) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის, მიწისა და გეოდეზიური სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების ღირებულება 12 888 888 ლარია. ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონესა და უსაფრთხოებას, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება, რაც რეგიონის სოციალ-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის საერთო სიგძე 61,5 კმ-ია. პროექტი 2018 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2022 წელს იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0