ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სოფლის პროგრამის ფარგლებში სოფლების – როხის, ნერგეეთისა და ალისმერეთის მოსახლეობას შეხვდა.
სოფელ როხის მოსახლეობამ ამბულატორიაში გაზის შეყვანა, მინი სტადიონის მშენებლობა, წყლის მილების შეძენა, ბოგირებისა და ცხაურების მოწყობა, სანიაღვრე არხის გამაგრება და გზების მოხრეშვა მოითხოვა. წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში სოფელ როხზე 40 ათას ლარამდეა გამოყოფილი.
სოფელ ნერგეეთის მოსახლეობამ სოფელში ამბულატორიის გაკეთება, წყლის პრობლემის მოგვარება (მილების მოწესრიგება) და ბოგირების გაკეთება მოითხოვა. რაც შეეხება სოფელ ალისმერეთს, აქ მოსახლეობამ გზის მოხრეშვა მოითხოვა.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს ყველა სოფელში შიდა გზების მოწესრიგებას.
ბაღდათის გამგებელი სოფელ როხის, ნერგეეთისა და ალისმერეთის მოსახლეობას შეხვდა
10/03/2016