თქვენ ვისი ნომინალური წარმომადგენელი იყავით ბანკი „ქართუს“ გაკოტრების პროცესში აღსრულების სამსახუროს უფროსი რომ ბრძანდებოდით? – ასე მიმართა ”ქართული ოცნების” დეპუტატმა ეკა ბესელიამ გუშინ ”ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას პარლამეტის სხდომაზე.
ეკა ბესელიას თქმით, უხერხულია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ნომინალურ მმართველზე საუბარი.
”ბატონო ნიკა, თქვენ ვისი ნომინალური წარმომადგენელი იყავით ბანკი ”ქართუს” გაკოტრების პროცესში აღსრულების სამსახუროს უფროსი რომ ბრძანდებოდით? მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო ადეიშვილი. შეიძება მისთვის ერთგვარი სტრატეგიაა, რომ ვიღაცა იქსმა, ან ვიღაც იგრეკმა წყარომ მიაწოდა რომ ოთხეული ახდენს შტრუმს სასამართლოზე.
მე მოვისმენდი მისგან ვის დავალებას ასრულებდა როდესაც ხელოვნური გაკოტრების საქმეში იყო ჩართული”, – განაცხადა ეკა ბესელიამ
ბატონო ნიკა, თქვენ ვისი ნომინალური წარმომადგენელი იყავით ბანკი ”ქართუს” გაკოტრების პროცესში
27/11/2016