ზესტაფონში ბატონიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობა დაიწყო

25/07/2017

ვახუშტი ბატონიშვილის ქუჩაზე მუნიციპალიტეტი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა ქუჩის 1კმ 500 მ. მონაკვეთზე მიმდინარეობს. ქალაქის ერთ – ერთ ცენტრალურ ქუჩაზე უკვე ასფალტის საფარის მოწყობის პროცესი დაიწყო. საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 398 400 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს „ბორანი“ ახორციელებს. საავტომობილო გზების აღდგენა ამჟამად ქალაქის რამდენიმე უბანსა და სოფელში მიმდინარეობს. წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენას 20 – ზე მეტ მისამართზე განახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0