ბაკურიანში სეზონის გახსნა პროექტ “Check in Georgia” ფარგლებში აღინიშნა

11/07/2016

დაბა ბაკურიანში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ამ დღესთან დაკავშირებით, დამსვენებლისა და ადგილობრივი მსმენელისათვის ჯგუფ “Reggaeon”-მა იმღერა. ჯგუფმა საკუთარი რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერები შეასრულა. ღონისძიება საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში გაიმართა.
აპრილში დაწყებული პროექტი “Check in Georgia” წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0