ბაკურიანში სახალხო დღესასწაული ,,ბაკურიანობა” აღინიშნა

16/02/2020

სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, დაბა ბაკურიანის მოსახლეობას და დამსვენებლებს “ბაკურიანობის” დღესასწაული მიულოცა. 15-16 თებერვალს ბაკურიანში სახალხო დღესასწაული “ბაკურიანობა” აღინიშნა. გაიმართა სპორტული და გასართობი აქტივებები. ღონისძიებებს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები ესწრებოდნენ. სხვადასხვა სახეობებში გამარჯვებულები სპორტსმენები, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, მხარისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, თასებით, სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.
წელს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით, პირველად გამოვლინდნენ და დააჯილდოვებენ „საპატიო ბაკურიანელები“ – მოთხილამურე, კობა წაქაძე და ელექტრიკოსი, ვიქტორ ნაგოგა. დღესასწაული გალა კონცერტით და გრანდიოზული ფოიერვერკით დაასრულდა. „ბაკურიანობა“ ტრადიციული სახალხო ზეიმია. მას ადგილობრივები კურორტის სტუმრებთან ერთად ზამთრის სეზონზე 2 დღის განმავლობაში აღნიშნავენ. წელს „ბაკურიანობა“ 48-ედ გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0