ბაკურიანში ამორტიზებული საკანალიზაციო ქსელი შეიცვლება

13/05/2016

დაბა ბაკურიანში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში მთის ქუჩის დასახლებისა და იაგორას ველის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება ამორტიზებული ძველი მილების დემონტაჟი და კანალიზაციის ქსელი მთლიანად განახლება. სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 500 ათასი ლარი მოხმარდება.
3 კილომეტრი სიგრძის საკანალიზაციო სისტემის განახლების შემდეგ კი, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარიც დაიგება. პროექტის განსახორციელებლად 448 732 ლარია გათვალისწინებული.
მიმდინარე სამუშაოებს მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0