ბაკურიანის განვითარების სააგენტოს საწყისი დოკუმენტების პაკეტის განხილვა გაიმართა

16/04/2021

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში , ბაკურიანის განვითარების სააგენტოს საწყისი დოკუმენტების პაკეტის განხილვა ექსპერტებთან და დონორებთან გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, ორგანიზაციის სტრუქტურისა და დებულების სამუშაო ფუნქციების ჩამოყალიბების შესახებ. შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებული, რწმუნებულის მოადგილეები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, USAID-ეკონომიკური უსაფრთხოების წარმომადგენელი, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, RMU-პროექტის გუნდის ხელმძღვანელი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოავალეობის შემრულებელი, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავჯდომარე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0