ბაიანთხევისა და გვერდისუბნის დასახლებებისათვის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება

27/02/2019

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მორიგ პროექტს ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში იწყებს. ბაიანთხევისა და გვერდისუბნის დასახლებებისათვის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
აღნიშნულ დასახლებებში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემები არ არსებობს, მოსახლეობა წყალს მთის კალთებზე არსებული მცირე დებიტის მქონე წყაროებიდან იღებს. პროექტის დასრულების შემდეგ 1200-მდე ადგილობრივს ათწლეულების განმავლობაში არსებული უწყლობის პრობლემა მოუგვარდება და უწყვეტი, ხარისხიანი წაყლმომარაგება ექნება.
პროექტის ფარგლებში აშენდება საქლორატორო და რეზერვუარი, მოეწყობა წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი და ქსელი, გამრიცხველიანდება 400-მდე ოჯახი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,115,036 ლარით ფინასესდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ნომბერში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0