ჭავჭავაძის ქუჩაზე დეკორატიული დამცავი ღობეების მონტაჟი დაიწყო. დამცავი ღობე ბარათაშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის არსებულ გზაგამყოფ ზოლში მოეწყობა. ღობის მოწყობა ქვეითთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადაწყდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ნიუ ენერჯი” ასრულებს. ღირებულება 57 ათას ლარს შეადგენს. ღობის სამონტაჟო სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება.
ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე დეკორატიული დამცავი ღობეების მონტაჟი დაიწყო
24/10/2017