ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე ზვავი ჩამოწვა

17/02/2017

რამოდენიმე წუთია, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ქედის (აქუცის) მონაკვეთზე ჩამოწოლილმა ზვავმა საავტომობილო მიმოსვლა შეაფერხა. ადგილზე იმყოფებიან ქედის გამგებელი დავით დუმბაძე, აჭარის არ საგზაო დეპარტამენტისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი, საგანგებო სიტუაციების ქედის სამმართველოს უფროსი რაულ ბარამიძე და თვითმმართველობის მოხელეები. ამ წუთებში, ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკამ უკვე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. საბედნიეროდ, ზვავს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0