რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, პრემიერის დავალებით, “ბათუმის წყლის” დირექტორთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დღეს გადაამოწმებენ.
დღეს მივიღე პრემიერისგან დავალება და დღის განმავლობაში დეტალებში გადავამოწმებთ. ყველა მიიღებთ ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ პასუხს და თუ აუცილებელი იქნება, ალბათ გადაწყვეტილებებსაც ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე “ბათუმის წყლის” დირექტორის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ალექსანდრე მიქელაძის თანამდებობიდან სასწრაფოდ გადაყენება მოითხოვა.
“ბათუმის წყლის” დირექტორზე გავრცელებულ ინფორმაციას დღეს დეტალებში გადავამოწმებთ
04/03/2016