ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო.
ინსტიტუტში განთავსდება მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია, მიკრობიოლოგიის ლაბორატორია, მიკოლოგიის ლაბორატორია, ბიომრავალფეროვნების კვლევის ლაბორატორია და სამკურნალო მცენარეთა ლაბორატორია.
პროექტით, ახალი 1100 კვ.მ ფართობის სამსართულიანი შენობა მთლიანად შეესაბამება კვლევითი ინსტიტუტის საერთაშორისო სტანდარტებს და ითვალისწინებს კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო
26/10/2017