ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ საქართველოს სახელმწიფოს ხელშეწყობით, მეცხრედ მართავს. ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა უკვე მეხუთედ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი.
“პანდემიის შემდგომ შესაძლებელი გახდა ამ მნიშვნელოვანი ფესტივალის აღდგენა. ბათუმი რომელიც დასახელდა იუნესკოს მიერ მუსიკის ქალაქად ამტკიცებს რომ იმსახურებდა ამ აღიარებას. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო UNESCO-ს ელჩს ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს, ყველა ორგანიზატორს. ფესტივალის გახსნის ღონისძიება მნიშვნელოვანია ჩვენი უკრაინელი სტუმრების მხარდასაჭერად და ყველას მოვუწოდებ მაღალი აქტიურობისკენ“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
ფესტივალის გახსნითი კონცერტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს.