ბათუმის ქუჩებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი პარკირების ადგილების მონიშვნა მიმდინარეობს

18/08/2017

ბათუმის ქუჩებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი პარკირების ადგილების მონიშვნა მიმდინარეობს. სპეციალურად გამოყოფილი ადგილები ყვითლად ინიშნება, რათა მძღოლებისთვის ადვილად შესამჩნევი გახდეს. მონიშვნის სამუშაოები გორგილაძის ქუჩიდან დაიწყო და მთელი ქალაქის მასშტაბით გრძელდება. სამუშაოებს ბათუმის მერიის ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0