ბათუმის მერი ლაშა კომახიძე სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს

14/11/2017

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ის მერიის შპს-ებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ქალაქის მერი გაეცნო მათ ორგანიზაციებში მიმდინარე პროცესებს და განიხილეს სამომავლო გეგმები.
სამუშაო შეხვედრაზე ლაშა კომახიძემ წამოჭრა საკითხი პრობლემური თემების დროულად მოგვარების მიზნით მერიაში სწრაფი რეაგირების ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც რეგულარულ რეჟიმში განახორციელებს ქალაქის ტერიტორიის მონიტორინგსა და ადგილზე შეისწავლის ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
,,ჯგუფი დაკომპლექტდება პასუხისმგებელი პირებით, რომლებიც ადგილზე შეძლებენ პრობლემის გადაჭრას. რეგულარულად გავაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებსა და მათი პრობლემების გაცნობას. მერიის პასუხისმგებელ პირებთან ერთად, პირადად მივალ კონკრეტულ მისამართზე და არა მხოლოდ გავეცნობით პრობლემურ საკითხებს, არამედ, დავსახავთ პრობლემის გადაჭრის გზებსა და თითოეულ საკითხზე სწრაფ რეაგირებას მოვახდენთ.“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.
შეხვედრაზე ქალაქის მერი არსებული პრობლემებით დაინტერესდა და შესაბამის სტრუქტურებს მათი დროულად მოგვარება დაავალა.
შეხვედრები გაგრძელდება ინდივიდუალურად, სამუშაო რეჟიმში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0