ბათუმის მერიასა და კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. USAID პროგრამის – ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში (WMTR II) ფარგლებში, მოხდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გ. ტაბიძის ქუჩის პირველ ჩიხში არსებული არალეგალური ნაგავსაყრელის დახურვა.
მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება აღნიშნული ტერიტორიის მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა მომავალში მასზე ნარჩენების არალეგალური განთავსების თავიდან არიდების მიზნით.
აღნიშნულ პროგრამა CENN-ის მიერ აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოს სამ რეგიონში აჭარში, კახეთსა და შიდა ქართლში, ასევე თბილისში.
ბათუმის მერიასა და კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

29/01/2019