ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

25/09/2019

ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.
მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, მოადგილე თამილა ბარკალაია და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ოდიშარია ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრ მიკისკას და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას სამედიცინო უნიერსიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მხარეებმა ერთმანეთს პროექტის „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის დანერგვა საქართველოში“ განხორციელებასთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
პროექტის ფარგლებში, გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გვერდით ხუთსართულიანი, მაღალი სტანდარტების ცენტრი აშენდება, რომელიც ბავშვებს პალიატიურ მომსახურებას გაუწევს. შენობის მშენებლობის ხარჯებს სამედიცინო უნივერსიტეტი დაფარავს, ხოლო ჩეხეთის მხარე ცენტრის მაღალი სტანდარტების სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით აღჭურვას უზრუნველყოფს. ამას გარდა ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისებისთვის, იგეგმება საექთნო პერსონალის მოსამზადებელი კურსი.

„ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის დანერგვა საქართველოში“ პროექტის მიზანი, ინკურაბელური და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის, ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარებაა. პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა ინიცირებული და სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, სამედიცინო უნივერსიტეტსა და სამინისტროს შორის 2017 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0