ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილება შეემატა

05/05/2016

ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილება შეემატა. ახალი ფლიგელი დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ დაათვალიერეს. კლინიკის ახალი განყოფილება უახლესი აპარატურით აღიჭურვა. გაიზარდა საწოლების რიცხვიც, კლინიკას ერთდროულად 90 პაციენტის მიღება შეუძლია.
ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის 270 000 ლარი დაიხარჯა.
კლინიკა ამჟამად საპარტნიორო ფონდის მფლობელობაშია და რამდენიმე წელიწადში ონკოლოგიურ ცენტრთან ერთად რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე სრულიად ახალ შენობაში გადავა. ეს იქნება კერძო და სახელმწიფო პარტნიორობის პირველი მოდელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0