გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე მოადგილეებთან ერთად სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის” უფროსის მოადგილეს ნინო ვადაჭკორიას შეხვდა. შეხვედრაზე ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს გაეცნენ. განიხილეს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. ისაუბრეს ახალგაზრდების მეტ ჩართულობაზე და არსებულ პრობლემატიკაზე, რომელიც გურიაში ახალგაზრდობის კუთხით არსებობს. აღნიშნული შეხვედრის მიზანს სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში რეგიონების მონაწილეობის დონის გაზრდა წარმოადგენს. გუბერნიაში გამართულ შეხვედრას რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ვიზიტი გურიაში
10/03/2016