ბავშვები აღარ მოკვდებიან ბაკლოსანის პერედოზით და მთელი ცხოვრება ვიამაყებ ამით

18/08/2016

„ვინ როგორ ჩათვალა ჩემი საქციელი არ ვიცი,მაგრამ თითქმის არსად აღარ იყიდება ურეცეპტოდ ფსიქოტროპული მედიკამენტები!“ – წერს აკა სინჯიკაშვილი, სწორედ მისი ინიციატივითაც დაიწყო ბრძოლა იმ აფთიაქარების წინააღმდეგ რომელთა ფსიქოტროპულ წამლებს ბევრი ახალგაზრდა ემსხვერპლა. დღეს კი მდგომარეობა ამ მხრივ რადიკალურად შეიცვალა.
აკა სინჯიკაშვილი: „დარჩა რამდენიმე ტურა მეპატრონე, რომელიც შემორჩენილის გაყიდვას ცდილობს. დაიკეტა ასზე მეტი უსახელო აფთიაქი და ყოველდღე იკეტება სხვადასხვა! ეს მარტო ჩემი დამსახურება არ არის. ასეთი შედეგი მოაქვს ჩვენი ყველას, ანუ სოციალურ აქტიურობას ❤

ძაან დიდი მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს და მინისტრს, რომელმაც მოგვაქცია ყურადღება და მიხედა ამხელა პრობლემას. ამით არ დამთავრებულა ეს ამბავი, პერიოდულად შევამოწმებთ ისევ აფთიაქებს ყველგან! ჰო და ვინც მიტევს იმათ პასუხად გამოდგება ის რომ ვერცერთი მცირეწლოვანი ვეღარ გახდება სააფთიაქო ნარკომანი, ბავშვები აღარ მოკვდებიან ბაკლოსანის პერედოზით და მთელი ცხოვრება ვიამაყებ ამით ❤

რეაბილიტაციისთვის დახმარება ვისაც გჭირდებათ, მომწერეთ და ვეცდები ყველას დაგეხმაროთ.
ათასზე მეტი მადლობა გვაქვს ინბოქსში დედებისგან, ცოლებისგან, ძმაკაცებისგან, შეყვარებულებისგან, დებისგან, ძმებისგან და თვითონ იმ ადამიანებისგან ვინც როცა ვეღარ იყიდეს მაშინ მიხვდნენ რა ჯოჯოხეთში იყვნენ ამდენი ხანი.
თქვენ გენაცვალეთ ასე რომ მიდგახართ გვერდით ყველაფერში“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0