ბადრი ტაბატაძის დაბადებიდან 60 და სასცენო მოღვაწეობიდან 30 წლისთავი საბენეფისო სპექტაკლით აღინიშნა

04/11/2016

უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობს ბადრი ტაბატაძეს დაბადებიდან 60 წელი, ხოლო სასცენო მოღვაწეობიდან 30 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი მსახიობს ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა მიულოცა და მას ფულადი ჯილდო გადასცა. როგორც ტარიელ თუთარაშვილმა აღნიშნა: „ბადრი ტაბატაძე ერთ – ერთი გამორჩეული წარმომადგენელია ზესტაფონელ თეატრალთა შორის, რომელსაც არ აკლია მაყურებლის და კოლეგების კეთილგანწყობა, პატივისცემა და სიყვარული. სწორედ მის მიერ შექმნილი უშუალო სახეების გამო შეიყვარა იგი ხალხმა. იგი დღესაც აქტიურად მოღვაწეობს უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრში და მისგან მომავალშიც ბევრ საინტერესო როლს ველოდებით. ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით მე მინდა მივულოცო მას ეს იუბილე და გადავცე ფულადი ჯილდო“.
ბადრი ტაბატაძეს საქართველოს სატირისა და იუმორის საერთაშორისო ასოციაციის პრიზი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია მიენიჭა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0