ახმეტის საფეხბურთო სკოლა ,,ბახტრიონი’’ ჩემპიონი გახდა

16/06/2016

11-13 ივნისს, თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ ჩაატარა ტურნირი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ 2004 წელს დაბადებული ვაჟ ფეხბურთელთა გუნდები, მათ შორის ახმეტის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ,,ბახტრიონი’’. კლუბი ,,ბახტრიონი’’ 24 გუნდს შორის გამარჯვებული გახდა, ხოლო მისი ფეხბურთელი გიორგი ასათაშვილი 2004 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის საუკეთესოდ დასახელდა. სპორტსმენებს გამარჯვება ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა და გამგეობის სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0