ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადორში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ადგილობრივი თვიმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. სოფელ ხადორში, მოსახლეობის მხრიდან მოსაგვარებელ, პრიორიტეტულ საკითხად, გარე განათების ქსელის მოწესრიგება დასახელდა. სოფელ ხადორში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გივი მეტრეველი, ლევან ლილუაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, არჩილ თხლაშიძე იღებდნენ მონაწილეობას.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადორში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
16/02/2024