ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ტურიზმის განვითარების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გამართა

10/03/2022

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ტურიზმის განვითარების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გამართა. ალექსი ფიცხელაური ქართულ-ებრაული ბიზნეს პალატის წარმომადგენლებთან ერთად შვეიცარელ ინვესტორებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მერმა ინვესტორებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. განიხილეს არსებული გამოწვევები, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო ღირებულება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0