ახმეტაში მე-2 ბაღის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

30/06/2017

ახმეტაში მე-2 ბაღის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება ბაღში არსებული ყველა ოთახი და სველი წერტილი. სრულად შეიცვლება კარ–ფანჯარა, გამოიცვლება იატაკი, მოპირკეთდება კედლები და გარე ფასადი, მოეწყობა ცენტრალური გათბობა.
პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 277 412 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა და გამგებლის მოდგილემ ვანო ნასყიდაშვილმა დაათვალიერეს.
გამგებლის განცხადებით, უახლოეს დღეებში დაიწყება ქ.ახმეტის მე-4 ბაღის რეაბილიტაცია და კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0