26 მაისს, ახმეტაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა. ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გვირგვინებით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალები. ქ.ახმეტის კულტურის სახლში მოეწყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ასევე კულტურის სახლში ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა თემატური კონცერტი, რომელსაც მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ახმეტაში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
26/05/2016