ახლოვდება ტურისტული სეზონი კახეთში, რასაც რეგიონი ბევრი სიახლით, ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილებით შეხვდება

30/03/2023

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში კახეთის რეგიონში 38 პროექტია დაფინანსებული. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დასრულების ეტაპზეა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ციხე-ქალაქ კვეტერას მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის ჯამური ღირებულება 1,400,000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა ადგილზე მოინახულეს. პროექტის ფარგლებში დაიგო ციხე-ქალაქთან მისასვლელი გზა ქვაფენილით 900 გრძ. მეტრზე, გზის დასაწყისში მოეწყო საკემპინგე, ვიზიტორთა ცენტრი, სველი წერტილები, წყალსადენი, განათება, საფეხმავლო ბილიკები და გადასახედი. კვეტერას ციხე-ქალაქი ჯერ კიდევ VIII საუკუნიდან მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში და კახეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მარშრუტი შეიქმნება.

“ახლოვდება ტურისტული სეზონი კახეთში, რასაც რეგიონი ბევრი სიახლით, ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილებით შეხვდება. ისტორიული ციხე-ქალაქი კვეტერა აქამდეც არაერთ ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორს იზიდავდა, მიმდინარე წლიდან კი, განახლებული ტურისტული ინფრასტრუქტურა ისტორიული ციხე-ქალაქისთვის კიდევ უფრო მეტი ტურისტის მიღების შესაძლებლობას გააჩენს”- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0