ახალციხიში ახალი ბაღი აშენდება

07/06/2016

ახალციხეში, იაძის ქუჩა N 12-ში ე.წ. ჯაყელის ბაღის ტერიტორიაზე „მწვანე ბაღი“ აშენდება. ენერგო ეფექტური „მწვანე ბაღის“ პროექტის პრეზენტაცია დღეს, ადმინისტრაციულ შენობის სხდომათა დარბაზში მოხდა. პრეზენტატორებმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს, საბავშო ბაგა-ბაღის არქიტექტურა. “ახალციხე ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია, მერების შეთანხმების ვალდებულებაში ,რისთვისაც მადლობას ვუხდი მერიას. პროექტის დამუშავებაში ჩართულნი იყვნენ, საქართველოში სხვადასხვა დარგში ცნობილი პროფესორები ,აკადემიკოსები და არქიტექტორები.“-აღშნიშნა „მწვანე ბაღის“ პროექტის ხელმძღვანელმა ზაზა ხელაძემ. “მწვანე ბაღი“ ყველა ნორმებს და სტანდარტებს დააკმაყოფილებს. იქნება შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო. “მდგრადი განვითარების ენერგო ეფექტურობის ფარგლებში 6-8 ივნისს ახალციხეში სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს. დღეს, ბაღის პროექტის პრეზენტაცია მოხდა, რაც ხელს შეუწყობს ქალქში ენერგო ეფექტურობას. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაშო პატარები იქნებიან ჯანსაღი და სუფთა გარემოში.“-ამბობს ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამასხურის უფროსი ნაირა სამსონიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0