ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ახალციხის ციხეზე, საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა.
დღის განმავლობაში, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სხვადასხვა სახის გამოფენებს, კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ აქტივობებს. ღონისძიების ფარგლებში დასახელდნენ საპატიო ახალციხელები და დაჯილდოვდნენ მერიის სტიპენდიანტები. აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის, 2020-21 წლების ახალციხის საპატიო მოქალაქეებად დასახელდნენ:
2020 წლის საპატიო ახალციხელები არიან: ანზორ თამარაშვილი, აიკ ბალასანიანი, ამირან ბლუაშვილი და ოლღა ივანიძე
2021 წლის საპატიო ახალციხელები არიან: მეუფე საბა (გიგიბერია), ზაზა თამარაშვილი, ამირან გოგოლაძე, ტიგრან მელქონიანი; ღონისძიებაზე, ტრადიციულად დაჯილდოვდნენ მერიის სტიპენდიანტებიც. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სტიპენდია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებმა მიიღეს. სახალხო ზეიმი სადღესასწაულო კონცერტით დასრულდა.
ახალციხის ციხეზე, საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა
30/06/2021