ახალციხის ცენტრალურ პარკში, მთავარ ნაძვის ხესთან საზეიმო კონცერტი გაიმართა

27/12/2019

ახალციხის ცენტრალურ პარკში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან საზეიმო კონცერტი გაიმართა. საახალწლო კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ „ორი ჯუჯა”- ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი მეგობრებთან ერთად, ასევე ნინო გველესიანი, მარიამ ნანობაშვილი და Dudey. ზეიმი განსაკუთრებით ზღაპრის გმირების კოსტიუმებში გამოწყობილმა მსახიობმა გაახალისეს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქველმოქმედო აქცია ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად, სადაც მოხალისე ახალგაზრდებმა ჩაი, ყავა და ტკბილეული გაყიდეს. გარდა ამისა, მსურველებს საახალწლო აქსესუარებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების შეძენის შესაძლებლობაც ჰქონდათ. ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გამართულ სადღესასწაულო კონცერტს მოსახლეობასთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0