ახალციხეში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგე

08/08/2022

ახალციხეში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ვეტერანები, მოქალაქეები, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცენტრალურ პარკში, გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და 14 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს. გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ილია ზარდიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ, ვეტერანთა კავშირის, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. აგვისტოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან ექვსი ჯარისკაცია გარდაცვლილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0