ქალაქ ახალციხეში ყოფილ სამხედრო დასახლებებში ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი დაიწყო. კოსტავას, რუსთაველის, ზარზმელის, ადიგენის და მესხეთის ქუჩებზე მცხოვრებ 199 ოჯახს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ოქტომბრის განკარგულებით საცხოვრებელი ბინა დაუკანონდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, აღნიშნული განკარგულების შესრულების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება უკვე დაიწყო. ე. წ სამხედრო დასახლებებში მაცხოვრებლებისთვის მრავალწლიანი პრობლემის მოგვარების პროცესში, თავდაცვისა და ეკონომიკისა სამინისტროებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.
ახალციხეში 199 ოჯახს საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში გადაეცემა

06/11/2020