სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი – ბესიკ ამირანაშვილი ახალციხის ცენტრალურ პარკში გამართულ საახალწლო ღონისძიებას დაესწრო. დღეს, ახალციხეში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა. ღონისძიებას მოსახლეობასთან ერთად, მხარის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. გაიმართა კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები – სტუდია „პალიტრა“ და „მესხეთი“ მონაწილეობდნენ.
ახალციხეში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე განათდა
25/12/2018