ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

14/01/2020

ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ღონისძიება გაიმართა. შეკრებილ საზოგადოებას სახელმწიფო დროშის დღე მიულოცეს რწმუნებულის მოადგილემ შოთა როსტიაშვილმა,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ და ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ. საქართველოს ჰიმნის ფონზე საზეიმოდ აღიმართა ეროვნული სიმბოლო – საქართველოს სახელმწიფო დროშა. ღონისძიებას სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სახელმწიფო დროშის დღეს 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება. იგი პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0