ახალციხეში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

04/11/2016

დღეს ქალაქ ახალციხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ილია ზარდიაშვილმა, მერიის ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის უფროს გელვასი გელაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ამბარცუმ ბაბოიანთან ერთად ჩოლოყაშვილის , წმ.ქეთევან დედოფლის, ბარათაშვილისა და გამსახურდიას ქუჩაზე .წ ( ვერი პლანის დასახლება) მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაო პროცესი მოინახულა. აღნიშნულ ქუჩებზე , ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ბორდიურების და სანიაღვრე არხების მოწყობა. ქუჩებზე აგრეთვე მოხდება ასფალტო ბეტონის საფარის დაგება.მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო №1 “ ასრულებს. აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0