ახალციხეში ახლადრეაბილიტირებული სამხატვრო სკოლა გაიხსნა

30/09/2021

ქალაქ ახალციხეში ახლადრეაბილიტირებული სამხატვრო სკოლა გაიხსნა. სამხატვრო სკოლა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და სამხატვრო სკოლის დირექტორმა ლელა ფერაძემ გახსნეს. სამხატვრო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს განხორციელდა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 294 998 ლარით დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში საკლასო ოთახებთან ერთად, მოეწყო საგამოფენო დარბაზიც. სამხატვრო სკოლის 270-ზე მეტი მოსწავლე თანამედროვე სტანდარტების მქონე გარემოში შეძლებს სწავლის გაგრძელებას. აღსანიშნავია, რომ ახალციხის სამხატვრო სკოლას მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამა აქვს. აქ აღსაზრდელები ხატვას, ფერწერას, მოდელირებას და გამოყენებითი ხელოვნების ისტორიას სწავლობენ, ეუფლებიან კომპოზიციაზე, ქანდაკებაზე, მინანქარზე, კერამიკასა და თექაზე მუშაობას. ასევე, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები ხალიჩების ქსოვას ისწავლიან

Tweet about this on TwitterShare on Facebook0