ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

26/10/2019

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, სამცხე- ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე, მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი, მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში იხტილაში, ბარალეთში, ოლავერდში, გომანში მოსახლეობას შეხვდნენ.
პროექტის „ღია დიალოგის“ ფარგლებში რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის, გაზიფიცირება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და ეტაპობრივად განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0