ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში გზების რეაბილიტაცია გრძელდება

20/06/2019

საგზაო ინფრასტრუქტურული მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ვაჩიანი-ოკამი-აზმანა-ქარცეფი-აფნია-გოგაშენისა და ზაკი-ბუღაშენი-მერენია-იხტილის გზების 6 კილომეტრამდე მონაკვეთი მოასფალტდება ,რაშიც 2 525 299 ლარი დაიხარჯება. ამავე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ბარალეთი-კოჩიოს გზის 3 კილომეტრამდე მონაკვეთის მოასფალტება ღირებულებით 1 095 020 ლარი. სამშენებლო სამუშაოებს შპს „არალი“ასრულებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ნინოწმინდაშიც. ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაშია სოფელ სათხე-ორჯალარის და სოფელ სათხე-სპასოვკის გზების მოასფალტება. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ჯავახავტოგზა“ასრულებს. საავტომობილო გზის 2,8 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე 1 631 579 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოები სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა გაჩეჩილაძემ , ახალქალაქის და ნინოწმინდის მერებმა იური უნანიანმა და ანივარდ მოსოიანმა მოინახულეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0