ახალი სანიაღვრე სისტემები ქალაქ ბოლნისში 2018 წელსაც მოეწყო

20/07/2018

ქალაქ ბოლნისში, მიმდინარე წელს, სანიაღვრე სისტემების მშენებლობა განხორციელდა ვაჟა ფშაველას ქუჩაზე. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა, პროექტში ადგილობრივი კადრები დასაქმდნენ. მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ,მოეწყო 520 გრძივი მეტრის სანიაღვრე სისტემა, ნიაღვარმიმღები ჭა და 27 ცხაური. ასევე განხორციელდა მოხდა დაზიანებული გზის აღდგენა ასფალტობეტონის საფარით. სანიაღვრე სისტემების მშენებლობა რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0