თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური სოფელ ასურეთში ახალი საბავშვო ბაღის მიმდინარე მშენებლობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში 60 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას. პროექტით გათვალისწინებულია 600 მ2 მიწის ფართობზე ერთსართულიანი შენობის აშენება, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. ბავშვებისათვის მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები და გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია.
მშენებლობაზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი მაცხოვრებელი. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის 27 ივნისს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2017 წლის 22 თებერვლამდე.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს,,ორნამენტი’’ აწარმოებს. საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 366.762.50 ლარი.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ასურეთში იწყება
08/08/2016