ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშცილი ”ქართული ოცნების” სიაში არ იქნება, თუმცა პარტიას მხარდაჭერას უცხადებს.
როგორც ღარიბაშვილმა ”ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით, ახალი პარტიის შექმნას არ აპირებს.
“როგორც ყოფილი პრემიერი და როგორც “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე მზად ვარ, თუკი გუნდს დასჭირდება, მხარში დავუდგე არჩევნების განმავლობაში. სიაში არ ვიქნები, რადგან პარტიის თავმჯდომარე ვიყავი. მინდა წარმატება ვუსურვო ახალ გუნდს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქით, არჩევნებში ”ქართული ოცნების” მხარდაჭერას აპირებს და სხვა რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს.
ახალი პარტიის შექმნას არ ვაპირებ ჯერჯერობით
14/05/2016