ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

22/02/2024

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა – ქეთევან კრაწაშვილმა, გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა- სოფიო შამუგიამ და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა – ია ყიფიანმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილეს, როგორებიცაა: მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლები, პრინციპები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, პროფაილინგი, პორტირება, აუდიო და ვიდეომონიტორინგი, მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი, ჯარიმების ოდენობის ცვლილება და სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა. ასევე, ინციდენტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის მისი შეტყობინების ვალდებულება. შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და თვითმმართველი ორგანოების – მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0