ახალგაზრდულ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

08/11/2019

მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასა და მხარდაჭერაზე ისაუბრეს დღეს გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. საქართველოს მთავრობის ახალგაზრდობის სააგენტოს თავმჯდომარე რევაზ ჩარკვიანი და სააგენტოს წარმომადგენლები, რწმუნებულის მოადგილეს ქეთევან მოისწრაფეშვილს და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. სააგენტოს მიზანია ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისთვის, მათი პოტენციალის რეალიზებისა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა; ახალგაზრდებში სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება და მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინსტიტუციური მონაწილეობის ხელშეწყობა; ახალგაზრდებისთვის აქტუალურ მიმართულებათა შესაბამისად ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა; ხელსაყრელი სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნა და მათი ინიციატივების მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ ახალგაზრდობის საკითხებზე მსგავსი შეხვედრები უმნიშვნელოვანესია და სამოქალაქო სექტორი და სახელმწიფო უწყებები აქტიურად ითანამშრომლებენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების მერიის/საკრებულოს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0